„ჩვენ - 30 ამბავი“- ასე ჰქვია ეროვნული არიქვის პავილიონში წარმოდგენილ ფოტო - გამოფენას, რომელიც ცოტა ხის წინ გაიხსნა.
30-ი პორტრეტი 30-თ ამბავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ გვიამბობს. მწერალ არჩილ ქიქოძისა და ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ავტორობით გამოიცა ამავე სახელწოდების ფოტო-წიგნიც. გამოფენა გაიხსნა პროექტის -“ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელიც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით ხორციელდება. გაიმართა ფილმის ჩვენებაც. გამოფენის გზავნილი სტიგმების შემცირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საზოგადეობაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
