საქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო მისიებში
ვაშინგტონის მადლობა თბილისს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. წერილში აღნშნულია, რომ 2015-21-თ წლებში საქართველო „მტკიცე მხარდაჭერისა“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი იყო. გარდა ამისა, შეერთებული შტატები მადლიერია ავღანეთიდან ორი ათას 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ლიდერობას გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში. ჩვენ ველით სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენი საერთო ინტერესების გაძლიერებისთვის - წერს ენტონი ბლინკენი.
