საერთაშორისო მედია საქართველოზე
"ნეიშენალ ინტერესტი" და „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - საქართველო გავლენიან ამერიკულ გამოცემებში. საქართველში ჩატარებული არჩევნები და ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, საგარეო პოლიტიკის სპეციალისტის, კარმან ბოხარის ყურადღების ცენტრში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში მოექცა. სტატიის ავტორი 30-თ ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს წარმატებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად და მოკავშირედ რჩება. "ვოლ სტრიტ ჯორნალს“ კი ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც საქართველო იზიარებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას და შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების მნიშვნელობას.
