„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების აღდგენის სამუშაო პროცესს გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი . პროექტი პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს.
