კოვიდ 19-ით ინფიცირების სტატისტიკა ბავშვებში
კვლავ მზარდია კოვიდ 19-ით ინფიცირების სტატისტიკა ბავშვებში. ამ დროისთვის ციციშვილის კლინიკაში ერთი ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება . სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად, 116 მცირეწლოვანი ჰყავთ, მათგან 14 ინტენსიური თერაპიის ცენტრში მკურნალობს . ზოგადად, ბავშვთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.