უკრაინელი მებრძოლები კიევში გააბრუნეს
უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 6 მგზავრი, იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, სააკაშვილის თანაგუნდელი, უკრაინაში მყოფი, დავით საყვარელიძე გამოეხმაურა და ფეისბუქ პოსტში პაშა კაშჩუკს ბოდიში მოუხადა. პაშა კაშჩუკი, ოფიციალური წყაროების თანახმად სამხედრო ინსტრუქტორია, და სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს უკრაინელ სამხედროებს.
