იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს
გადაწყვეტილება მიღებულია. იუსტიციის სამინისტრო, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, რომ ის გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს. ამის შესახებ ცნობილი, იუსტიციის მინისტრის ბრიფინგისას გახდა. შეთავაზების მოტივად, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა დაასახელა, რომელიც, როგორც მინისტრი ამბობს, შესაძლებელი სწორედ, სამხედრო ჰოსპიტალში იქნება. ახლა ჯერი მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზეა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ექსპრეზიდენტი. სავარაუდოდ მისი პიოზიცია, ცნობილი უახლოეს წუთებში გახდება და სავარაუდოდ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაციას ეკა ხერხეულიძე გაავრცელებს, რომელიც ამ წუთებში გლდანის 18-ე დაწესებულებაში შესვლას ელოდება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
