ბექა დავითულიანი: იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე კვირიან აბსურდს, ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა
იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე კვირიან აბსურდს, ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა. ეს ისედაც უსაფუძვლო აჟიოტაჟი, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას, იუსტიციის სამინისტროს შეტავაზება სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის სესახებ. „განცხადებაშივე იუსტიციის მინისტრმა აქცენტი დასვა, რომ ამ შიმშილობით მიხეილ სააკაშვილი აზიანებს როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას. იგულისხმებიან მისი თანაგუნდელები და პირველ რიგში ელენე ხოშტარია, რომელიც სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ელენე ხოშტარიამ წამლების მიღებაც შეწყვიტა. ამ მხრივ კარგია, რომ ასეთი ინიციატივა გაჟღერდა და მოისპო საფუძველი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების. მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდებოდა დაკავებიდან დღემდე, მიეწოდებოდა გლდანშიც და ახლა ამ შეთავაზებით, სპეკულაციის ყველა საფუძველი არის დასრულებული“, - აცხადებს ბექა დავითულიანი. იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
