"ნაციონალური მოძრაობის" აქცია
თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართებიან, სადაც პარტიის ლიდერები, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, განცხადებების გაკეთებას გეგმავენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მსვლელობისას, ჯერ არ გამოჩენილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. არსებული ინფორმაციით, ის სწორედ პარლამენტთან აპირებს, მიმართოს შეკრებილებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
