იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერსებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტურქციული პოლიტიკური ძალების წაქეცებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ ის გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფის მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. „ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე განმარტებით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
