კანონისა და წესრიგის ინდექსი
საქართველო კანონისა და წესრიგის 2021-ი წლის ინდექსში - ამერიკული „გელაპის“ კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. შედეგების გამოქვეყნებამდე ორგანიზაციამ გამოკითხვა ასზე მეტ ქვეყანაში ჩაატარა, რომლის მიხედევითაც, ადამიანების პირადი უსაფრთხოება და დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში, მათი საკუთარი გამოცდილება შეფასდა. გელაპი ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
