ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეში სამასამდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გაზარდა იმუნიზაციის ტემპი. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეში სამასამდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება. მთავრობის ინიციატივით, პენსიონერები ერთჯერადად ორასლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.
