ქვეყანაში ეპიდვითარება კრიტიკულ ზღვარზეა
საქართველოს მოქალაქეები კოვიდ სერტიფიკატებით უკვე სრულფასოვნად ისარგებლებენ. მათზე დატანილი სპეციალური კოდი ერთიან სისტემაშია. პარალელურად, დღეიდან ხელმისაწვდომია აპლიკაცია „ჯორჯიან ე-ჰელს, რომლის გადმოსაწერი ბმულები სტოპ-გოვ ჯიზე და სხვადასხვა სამთავრობო უწყების საიტებზეა განთავსებული. რაც შეეხება ეპიდსტატისტიკას. ვირუსმა ბოლო 24-ხ საათში 70-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
