“ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფომანსი ზუგდიდში
ნაციონალური მოძრაობის მორიგი პერფორმანსი, ამჯერად ზუგდიდში. ქალაქის საკრებულოში სააკაშვილის პარტიის წევრებმა, ანი წითლიძის ხელმძღვანელობით ლეიბების შეტანის ეგრეთ წოდებული ოპერაცია დაგეგმეს და განახორციელეს. ამას დაცვის სამსახურთან ხელჩართული ბრძოლა და მოგვიანებით საპოლიციო ძალების მობილიზება მოჰყვა. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას დღეს ზუგდიდში კიდევ ერთი დაემატა. ნაციონალური მოძრაობა ქალაქის ბიუჯეტის განხილვის დაწყებას ეწინააღმდეგება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
