ორმაგი სტანდარტი მესამე სექტორის მხრიდან
ორმაგი სტანდარტი მესამე სექტორის მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ მმართველი პარტიის გზავნილს პარტნიორებთან დაპირისპირებად განიხილავს და შეშფოთებულია. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ საქართველო სახელმწიფოა და აქვს უფლება კანონი აღასრულოს, იმის მიუხედავად, რა მოსაზრება აქვს ამა თუ იმ პარტნიორს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმავე ორგანიზაციებისგან არავინ აღშფოთებულა იმ დროს, როდესაც სწორედ სტრატეგიული მოკავშირეების ოფიციალურ წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერები თავს ესხმოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩები მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ იზიარებდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
