სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებების მიუხედავად, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი შიმშილობას არ წყვეტს - შეფასებები
მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ სტრასბურგმაც მოუწოდა, თუმცა 7 დღე გავიდა და არაფერი შეცვლილა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კი ყველამ დაივიწყა, მმართველი პარტიის გარდა. პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტს მოწოდების გათვალისწინებას არავინ ურჩევს, არც საკუთარ გუნდში და არც სახალხო დამცველი.
