სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა ამ დრომდე ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ამის პარალელურად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა შეწყვიტოს შიმშილობა, ამ დრომდე არ სრულდება. მეტიც, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მისივე თანაგუნდელებიც შიმშილობენ და ამ ფორმით ექსპრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ.
