ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი "ახალი" წარადგინა
ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი "ახალი" წარადგინა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ეს პროდუქტი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური "ქეშბექი" დაიბრუნოს. მომხმარებელი მომსახურებაში მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის. "ახალი" ბარათის უფასოდ მიღება ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტენეტ ბანკით, უკვე დღეიდანაა შესაძლებელი.