ევროკავშირმა საქართველოს კოვიდპასპორტი აღიარა
დღეიდან საქართველო კოვიდ-სერტიფიკატების გლობალურ სისტემას შეუერთდა, რომელშიც ამ დროისთვის, 50-მდე ქვეყანაა ჩართული. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ყველას გვექნება შესაძლებლობა შესაბამისი აპლიკაცია, სახელად „ჯორჯია ე-ჰელს“ ჩამოვტვირთოთ, რომელშიც კორონავირუსთან და კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური მონაცემები ელექტრონულად იქნება ასახული. თუ ელექტრონულ ტექნოლოგიებთან წვდომა არ გაქვთ, მაშინ იუსტიციის სახლს უნდა მიაკითხოთ. უცხოეთში გამგზავრებამდე კი, იუსტიციის სახლში აქამდე აღებული კოვიდ-დოკუმენტი აუცილებლად უნდა განაახლოთ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
