ირაკლი რუხაძის განცხადება
ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. ირაკლი რუხაძე „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარია, თითქოს ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა „ჰანიველ პარტნერს" ზარალი მიაყენეს და ამიტომ, თითქოს მათი აქტივები, საქართველოში და ქვეყნის გარეთ დაყადაღებულია. ირაკლი რუხაძე განცხადებაში წერს, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
