სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა - ოპოზიციის მიზანი და მმართველი გუნდის პასუხი
მიხეილ სააკაშვილს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება არ აქვს, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ის არ იდგეს სამართალზე ქვემოთ. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მოშიმშილე კოლეგები უარს იტყვიან პროტესტის არჩეულ ფორმაზე და საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდებიან. პარლამენტი კი, მის შესაბამის საკითხებზე იმსჯელებს, პატიმრის მდგომარეობის ნაცვლად. ყველა თანხმდება, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს და ასეც არის, თუმცა პოლიტიკურ განცხადებებს წარსულის შეხსენების გარეშე არ ჩაუვლია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
