ირაკლი რუხაძის განცხადება
ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. ირაკლი რუხაძე ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება. სიუჟეტში საუბარია, თითქოს ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ზარალი მიაყენეს „ჰანიველ პარტნერს" და ამიტომ თითქოს მათი აქტივები საქართველოში და ქვეყნის გარეთ, დაყადაღებულია. ირაკლი რუხაძე განცხადებაში წერს, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
