პლენარული სხდომა - დეპუტატების განცხადებები
პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. მთავარი თემა იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ოპოზიციას რეალურად სააკააშვილის მდგომარეობა არ აწუხებს და ამ დრომდე ოპოზიციის მხრიდან არ გაკეთებულა მოწოდება შიმშილობის შეწყვეტაზე. ითქვა ისიც რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არა პოლიტიკოსები არამედ ექიმები უნდა საუბრობდნენ. მმართველი გუნდის წევრებმა მოშიმშილე დეპუტატებსაც მოუწოდეს, რომ შეწყვიტონ შიმშილობა და ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში.
