"ბორჯღალოსნების" შეხვედრას სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი დაესწრნენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბორდოში გამართულ საფრანგეთი-საქართველოს სარაგბო შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მათ ბორჯღალოსნების ფრანგი ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლოდ სორელი ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ორდენით დააჯილდოვეს.