ევროკავშირმა საქართველოს კოვიდ-პასპორტი აღიარა
ევროკავშირმა საქართველოს კოვიდ-პასპორტი აღიარა და საქართველო კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას დღეიდან შეუერთდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი კოდით გადაადგილებას ევროკავშირის ტერიტორიაზე და მის მიერ აღიარებულ 40-ზე მეტ ქვეყანაში უპრობლემოდ შეძლებენ , თუმცა შეზღუდვა არ იხსნება ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროკავშირი ჯერ არ აღიარებს.
