ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში
იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - რეგიონები, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა, 2019-ი წლიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით, ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, ტურისტული და რეკრეაციული ზონები, რეაბილიტაცია უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს. თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში 48-ა მილიონი ლარია დახარჯული.
