ოპოზიციის შეტევა “იმედის“ ჟურნალისტებზე
მიზანმიმართული პროვოკაცია, პირდაპირ ეთერში შეჭრა, ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ახალი სტრატეგიაა. ლიდერების დაუფარავი აგრესიის, არაერთი მუქარის და ბოიკოტის შემდეგ აქტივისტები პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ, ასე მოექცნენ „იმედის კვირის“ ჟურნალისტ მარიამ ოშხნელსაც. უკანონობას იწონებენ ნაციონალების ლიდერები, მაგალითად: ხატია დეკანოიძე, ასევე, მთავარი არხის წარმომადგენელი- ეკა კვესიტაძე. სოციალურ ქსელში მსგავსი ქმედებების ავტორებს ახალისებენ და ყველას მათი მიბაძვისკენ მოუწოდებენ.
