“ნაცმოძრაობის“ აქცია-მსვლელობა
2 საათიანი მსვლელობა თბილისის ქუჩებში. ამოუცნობი მარშრუტი, გეზის ცვლილება და მოძრაობა გაურკვეველი მიმართულებით. ნაციონალურმა მოძრაობამ დესტრუქციის ახალ გზას მიაგნო. პარტიამ პირდაპირ თქვა, რომ შეკრების მიზანი დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა იყო. შსს-მ კი იდეის ავტორებს კანონი შეახსენა, რომლის მიხედვით: იკრძალება ტრანსპორტის გადაადგილების განზრახ დაბრკოლება და დაუშვებელია სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან საგნებით გადაკეტვა. უწყების გზავნილი შეკრების მონაწილეებმა დაკავების წინასწარ გაცხადებულ სერიად მონათლეს, თუმცა ფაქტია, უმისამართო სეირნობა ხალხის იმავე რაოდენობამ დასრულდა, რომელმაც დაიწყო.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
