ბიუროს სხდომა - ოპოზიციის კითხვები და მმართველი გუნდის პასუხი
სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე. ხმაური დეპუტატებს შორის, ხათუნა სამნიძის შეკითხვას მოჰყვა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის კერძო, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა და სასამართლო სხდომებზე დასწრება მოითხოვა. პასუხად მმართველმა გუნდმა უსაფრთხოების ზომები და მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და ოპოზიცია ფაქტებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
