შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა
აქციის დაწყებამდე შსს -მ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამი, რომ აქციის მიზანია თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა. ძალოვანი უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ასევე, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა. შსს განმარტავს, რომ აქციაზე წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
