ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები უკვე ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იმყოფებიან. ბრიუსელშია საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მინისტერიალზე განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, ევროკავშირთან საქართველოს კავშირის გაძლიერებას ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრულ სფეროებში , ასევე შავი ზღვის პოტენციალის ათვისებას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად .
