„იმედის“ ჟურნალისტს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს გლდანის მე-18 დაწესებულებასთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს. ციხესთან შეკრებილებმა , როგორც ჩანს შეგნებულად დადგეგმეს ეთერის ჩაშლა , მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ჟურნალისტს მიუახლოვდნენ და სკანდირებდნენ „გადაიყვანეთ“. საბოლოოდ, აქციის მონაწილეების პროტესტმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ მარიამ ოშხნელმა პირდაპირ ეთერში მუშაობა დროებით შეწყვიტა.
