"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილ აქციას შსს განცხადებით ეხმაურება
მასში ნათქვამი, რომ აქციის მიზანია თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა. ძალოვანი უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, აფრთხილებს რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
