მოზარდების ვაქცინაცია საქართველოში
ეპიდვითარება ქვეყანაში ისევ საგანგაშოა. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, მკვეთრად მოიმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამ. დღე-ღამეში კი, 77-ი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დასასრულებლად, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ამ დროისთვის ქვეყანაში, მარტო ფაიზერის 900-ი ათასი დოზაა და აქედან უმრავლესობის ვარგისიანობის ვადა, მარტის ბოლომდეა. პარალელურად, ქვეყანაში მოზარდების იმუნიზაცია გრძელდება.
