გამოფენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალის ფარგლებში, გამოფენა გაიხსნა. ამასთან ერთკვირიანი სემინარიც იმართება. პროექტი მიზანად ისახავს მხატვრობა-კარიკატურით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას. ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
