„ნაცმოძრაობის“ აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა აქციამ, რომელიც მეტრო სამასი არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა, იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლა. აქ, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ლევან ხაბეიშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და ანა წითლიძემ, მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს და უწყებაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამ ფაქტს, შეკრებილებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისათვის, ვითარება ადგილზე უკვე განმუხტულია
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
