მედიკამენტების მაღალ ფასებზე მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელეს
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წამლის ფასები გაზრდილია და საჭიროა დროული რეაგირება.
