ღარიბაშვილსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
“ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია “ _ განაცხადა საქართველოს პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას . ირაკლი ღარიბაშვილსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით „ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პირველ პირს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პატიმრის სამედიცინო მომსახურების შესახებ, მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასა და კანონით განსაზღვრულ პროცედურებთან დაკავშირებით.
