სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ამ დრომდე განხილვის მთავარი თემაა პოლიტიკურ წრეებში
ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ვიდეო მასალა პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ექსპრეზიდენტი რუსთავიდან გლდანში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კი კადრებში ჩანს როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სააკაშვილი პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს.
