დავით ზალკალიანი ქრისტინა მარტი ლანგს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარიელ მედიატორებთან რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი დაგმო. დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს მოსკოვის დესტრუქციული პოლიტიკის მორიგი დასტურია. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თბილისშია. ქრისტინა მარტი ლანგთან საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაც განიხილა, რეგიონებში რუსეთის სხვა უკანონო ქმედებებთან ერთად. შვეიცარია რუსეთში საქართველოს ინტერესებს 2009 წლიდან იცავს.
