სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები
მიხეილ სააკაშვილი არც თმით უთრევიათ, არც კისერში ჩაურტყამთ და არც ანალიზის აღებისას უძალადიათ. ისტორია, რომელიც პატიმარმა გლდანის ციხიდან წერილობით გაავრცელა, მისმა მომხრეებმა და ადვოკატებმა წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობად შეაფასეს. გავრცელებული სპეკულაციების დასასრულებლად პენიტენციურმა სამსახურმა ციხიდან ეტაპირების მასალა გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ ავტომობილი პირდაპირ სამკურნალო დაწესებულებასთან გაჩერდა და პატიმარს ვერავინ დაინახავდა, შესაბამისად, კიდევ ერთი ტყუილია ვერსია, რომ თითქოს სააკაშვილს ბოროტმოქმედებმა აგინეს. რაც შეეხება უკიდურეს სისუსტეს და ავად ყოფნას- ვიდეომასალას არც ეს ცნობა შეესაბამება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
