გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის ირაკლი ჩარკვიანის გვერდით დაკრძალეს
ქართველ დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი და პედაგოგი გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის ირაკლი ჩარკვიანის გვერდით დაკრძალეს. საცხოვრებელი სახლიდან უკანასკნელ გზაზე გელა ჩარკვიანი ტაშით გააცილეს. გარდაცვლილოს ხსოვნას პატივი რიგით მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკოსებმაც მიაგეს. გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში, 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
