სააკაშვილის საქმე - უკრაინელი ექსპერტის გამოხმაურება
ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის სააკაშვილის გამო ურთიერთობების გამწვავებას გამორიცხავს უკრაინელი ექსპერტი ანდრეი მისელიუკი. მისი თქმით, ახლა უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის თემა პირველხარისხოვანი არ არის. ქვეყანას სხვა ბევრი პრობლემა აწუხებს. მის ჯანმრთელობას თვალყურს ადევნებენ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ფორმალური განცხადებების მიღმა, კატეგორიულს არაფერს მოიმოქმედებს. უკრაინელი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვარდების რევოლუციის განმეორების მიზნით ჩამოვიდა. უკრაინაში კი მის პოლიტიკურ მომავალს სკეპტიკურად უყურებს, რადგან მან რეფორმების გატარების კუთხით მოლოდინი ვერ გაამართლა.
