"ომეგა" შტამის მოლოდინში
პირველად მსოფლიოში - ისრაელი კორონავირუსის შესაძლო ახალ ვარიანტთან გასამკლავებლად, საქვეყნო მასშტაბის წვრთნას ჩაატარებს. პრემიერ მინისტრის თქმით, ქვეყანამ მეოთხე ტალღა დაამარცხა და მალე დელტა ვარიანტს უკან მოიტოვებს, თუმცა არსებობს ახალი ვარიანტების გავრცელების საფრთხე. სწორედ ამიტომ, ისრაელში საავადმყოფოები, მედპერსონალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მაღალჩინოსნები, შესაძლო ახალი შტამის ე.წ. ომეგას გავრცელების სიმულაციურ წვრთნას გაივლიან და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის მოემზადებიან.
