საპატრიარქოს განცხადება
„პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40-დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა”, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულებას და მეუფის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხება. განცხადებაში საუბარია მეუფის მიერ დასმულ საკითხზეც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას გულისხმობს. საპატრიარქოს პოზიციაა, რომ მსგავსი სურვილი სხვა პატიმრებთან მიმართებითაც უნდა გამოთქმულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არაობიექტურია.
