„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია ცნობილია
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია ცნობილია. მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. საქართველოს მთავრობამ კი სასამართლოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში უნდა უზრუნველყოს და მისცეს მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის საშუალება, შიმშილობის შემდგომი აღდგენის პერიოდისთვის.
