საერთაშორისო ვიზიტორები
ეკონომიკისა და ტურიზმის აღდგენის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 866-ი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021-ი წლის სექტემბრის მდგომარეობით ირკვევა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 2019-ი წლის მონაცემის მსგავსია. ვიზიტორების უმრავლესობა საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
