წამახალისებელი კამპანია პენსიონერების იმუნიზაციისათვის
200-ს ლარიანი დანამატი მათთვის, ვინც ასაკით პენსიონერია და მამაკაცები, რომელთა ასაკიც 60-იდან 65-თ წლამდეა. ამ ადამიანებისთვის ფინანსური წახალისება მხოლოდ კოვიდსაწინააღმდეგო აცრის ჩატარების შემთხვევაში მოხდება. პენსიონერებს თანხა საპენსიო ბარათზე ჩაერიცხებათ, მათ კი, ვისაც ანგარიში არ აქვთ, ფულის მიღებაში ლიბერთი ბანკი დაეხმარება. თანხას სახელმწიფო მას შემდეგ გასცემს, რაც აცრილთა მონაცემები სოციალური მომსახურების ბაზაში აისახება. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამა 31-ტ დეკემბრამდე იმოქმედებს.
