პრემიერ-მინისტრის შეხვედრა არჩეულ მერებთან
დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება - ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიან ეტაპზე გადადის. ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, საქართველოს მთავრობის მეთაურის უშუალო ჩართულობით განხორციელდება. ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრა გამართა. მთავრობის კანცელარიაში სხვებთან ერთად, მიწვეული იყო წალენჯიხის ოპოზიციონერი მერიც, თუმცა ის შეხვედრაზე არ მისულა
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
