გიგი უგულავას მუქარა ბავშვებს
ბრძოლა წესების გარეშე და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებზე - გიგი უგულავა, რომელიც უკვე დიდი ხანია ოპონენტების მორალური ტერორით არის დაკავებული, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ყველაფერზე მიდის. საუბარია 9-ა ნოემბერს, ნაცმოძრაობის აქციაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც ჩვენ შეგნებულად არ გავიმეორებთ და რომელიც პირდაპირ საფრთხის შემცველია. უგულავას გამოსვლა საზოგადოებამ უკვე დაგმო, მათ შორის, უგულავას თანამოაზრეებმაც. მხოლოდ ამის შემდეგ მოიხადა ბოდიში ძალადობრივი და ამორალური განცხადების ავტორმა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
